|
2021-07-10 11:45:57, 814 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულს ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი და დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული გ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ზ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში - ცხელ კვალზე დააკავა. ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)