|
2021-07-09 16:52:29, 1264 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ქალაქ გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ვახტანგ გომელაურმა შენობა მოადგილეებთან, შალვა ბედოიძესთან და გიორგი ბუთხუზთან, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან - გიორგი ალადაშვილთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას დაესწრნენ და პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერეს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი შიოშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა - დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა - არჩილ ხანდამაშვილმა. ახალი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. პოლიციის ახალ შენობაში გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი იქნება განთავსებული: საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და კინოლოგიის სამსახური. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, გასულ წელს 16 ახალი შენობა აშენდა. მიმდინარე წელს იგეგმება პოლიციის კიდევ რამდენიმე ახალი შენობის გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)