|
2021-07-08 15:12:42, 1343 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური 5 ივლისზე - სპეცნაზი გამოყვანილი იყო, მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ?
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო. „პრეზიდენტს შევხვდით, მოვახსენეთ. მას აინტერესებდა რა მოვლენები, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამწუხაროდ რამდენი ჟურნალისტი დაშავდა, რამდენი გამოძახება იყო, რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლით და ადმინისტრაციულად, ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს. ზოგადად კითხვები ჩნდება, 5 ივლისს რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი. რომ არ იყო გამოყვანილი, ამას ვინ გეუბნებათ, არ ვიცი. სპეცნაზი გამოყვანილი იყო. სპეცდანიშნულების რაზმი არ არის ის, რომ მაინცდამაინც რობოკოპებში ჩაცმულებმა იარონ. ისინი ჩვეულებრივად არიან პოლიციელები. ეს ადამიანები გამოსული იყვნენ“, - განაცხადა გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)