12:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 10:45:41, 612 ნახვა

სამართალი
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 2 კანდიდატს უსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატის ქეთევან მესხიშვილის და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს.

თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს,  ასევე აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

იურდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics