12:48 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 10:56:45, 841 ნახვა

სამართალი
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.

დღეს კომიტეტი ორ კანდიდატს, ეკა ზარნაძეს და ლევან თევზაძეს უსმენს.

თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, პარლამენტის რეგლამენტის 111- მუხლის  მიხედვით, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.

კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე აქვთ აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics