|
2021-07-06 11:51:26, 895 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ ყველა მოძალადე დაისჯება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 5 ივლისს ჰომოფობური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა და მომხდარი ფაქტი საჯაროდ დაგმო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოხდება ყველა მოძალადე პირის იდენტიფიცირება და ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა, იქნება დასჯილი. „ჩემთვის არის ყოვლად მიუღებელი ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ და მინდა საჯაროდ, ეს ფაქტი დავგმო. მიუღებელია და კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. თქვენზე, ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია და არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტურად, დილით დაკავებულია 3 პირი. მოხდება ყველა პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად ყველა პირი იქნება დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)