|
2021-07-05 12:03:43, 1027 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრო 2021 წელს მშპ-ს პროგნოზს 7,7%-მდე ზრდის
მაისის და ივნისის მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7%-ს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის ცვლილებები მიმართულია სამი ძირითადი მიზნის მიღწევაზე. ესენია დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა, ასევე COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები. მისი თქმით, ბიუჯეტში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი მცირდება მშპ-ს 6,9%-მდე, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 54,6 პროცენტამდე. „იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის თავდაპირველი ბიუჯეტი ძირითადად ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსებაზე იყო ორიენტირებული, წარმოდგენილი ცვლილებებით, გათვალისწინებულია ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების გაზრდა. ბიუჯეტის ცვლილებები ითვალისწინებს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდას, ასევე სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში დამატებითი თანხებია გათვალისწინებული ინფიცირებულთა მკურნალობის, ვაქცინაციის და ზოგადად პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად. „აღნიშნული პარამეტრები დაფუძნებულია ეკონომიკის განვითარების საბაზისო სცენარზე (მშპ ზრდა 7,7%), თუმცა ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ოპტიმისტური სცენარიც, რომლის რეალიზების ალბათობაც საკმაოდ მაღალია. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს 10%-ს და ნომინალურ გამოხატულებაში 58,8 მლრდ ლარს მიაღწევს. ამავდროულად, კიდევ უფრო შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება მშპ-ს 6,2%-ის, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 53,1%-ის ფარგლებში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)