|
2021-07-04 16:58:13, 958 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ევროვინგსის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ ქუთაისში ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე
„ავიაკომპანია „ევროვინგსის" პირველ რეისს თბილისს ეწვია ავიაკომპანიის მმართველი გუნდი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვქონოდა მათთან შეხვედრა, რომელიც იყო საკმაოდ ნაყოფიერი. შეხვედრისას ვისაუბრეთ, რომ გაფართოვდეს „ევროვინგსის" დაფარვის ზონა საქართველოში და თბილისის გარდა, მათ ასევე იფრინონ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდია მოთხოვნა „ევროვინგსის" რეისზე თბილისის მიმართულებით. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკება შეეხო ახალი ევროპული მიმართულებით შესაძლო ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ევროვინგსთან" შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ევროვინგსის" საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ივან ორეკი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე. დღეიდან ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „ევროვინგსმა" დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)