|
2021-07-02 11:40:27, 1078 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურისტული ბიზნესის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი. შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე ვითარებაზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის მხარდამჭერ ღონისძიებებზე. სვანეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია მესტიასთან რეგულარული რეისების გაზრდის შესაძლებლობამ. „ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა კერძო სექტორთან. ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც გლობალურად ტურიზმის სექტორი დგას, ასევე იმ შესაძლებლობებზე და აღდგენის სწრაფ ტემპზე, რომელსაც ვხედავთ ავიაციისა და ტურიზმის სექტორში. ასევე ვიმსჯელეთ ნატახტარსა და მესტიას შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაზე",-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული და მთის კურორტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ჭირაქაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)