|
2021-07-01 10:40:32, 711 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსმა“ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე მორიგ წარმატებას მიაღწია
„ავერსმა“ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე მორიგ წარმატებას მიაღწია, - ინფორმაციას „ავერსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „ავერსი“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი კომპაია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილე და გამარჯვებულია. ორი წლის წინ მას „ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის" ბიზნესრეიტინგის მთავარი პრიზი – ბიზნესის ეროვნული ჯილდო - გადაეცა. „მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის XXI საზეიმო დაჯილდოება 29 ივნისს გაიმართა „გარდენ ჰოლში". ღონისძიებაზე 2020-2021 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები დაასახელეს. ბიზნესმენებს შორის საუკეთესოები თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს, წლის საუკეთესო ინვესტორი კი ჟიურიმ გამოავლინა. დაჯილდოებაზე კომპანია „ავერსმა" დამსახურებული ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში: გუნდის პროფესიონალიზმი, უმსხვილესი დამსაქმებელი, ხარისხის გარანტი. "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელის, ბატონ მალხაზ გულაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების გამოვლენა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიოს ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა“, - აღნიშნულია „ავერსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)