|
2021-06-30 15:07:51, 713 ნახვა
რეგიონი
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, 2021 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულება, სოციალური, ინფრასტრუქტურული და საამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიმდინარეობა. ასევე, მოისმინეს მუნიციპალიტეტში პანდემიის დროს გატარებული ღონისძიებები, მიმდინარე ვაქცინაციის და მასობრივი ტესტირების შესახებ ინფორმაცია. იმსჯელეს, მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. სხდომა კითხვა-პასუხისა რეჟიმში წარიმართა. ომარ ტაკიძემ, სხდომის წევრებს ადგილობრივი და სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი პროექტები გააცნო და უპასუხეს საბჭოს წევრების შეკითხვებს. განიხილეს ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)