|
2021-06-29 16:20:17, 774 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მორიგი ეტაპი იწყება
საქართველოში სამხრეთ კორეის მიერ ოფიციალური დახმარების პოლიტიკის (ODA)-ს ფარგლებში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მორიგი ეტაპი იწყება. აღნიშნული პროექტი საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს„ საქართველოში სამხრეთ კორეის რწმუნებული ბატონი დაესუ ჩანგი, კონსული კო ოკ სოკი, ასევე სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ინჟინრები ეწვივნენ. შეხვედრაზე შეაჯამებული იქნა პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოები, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაო გეგმები იქნა დასახული. ODA-ს პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ძვირადღირებული ჰიდროგრაფიული ტექნიკა და რუკების საბეჭდი მოწყობილობები გადაეცა, განახლდა სანავიგაციო რუკების საბეჭდი სტამბა, ქართველმა და კორეელმა ინჟინრებმა ერთობლივად განახორციელეს ბათიმეტრიული კვლევები ფოთის, ბათუმის და ყულევის აკვატორიაში. პროექტის მიმდინარე ეტაპზე სამუშაოების პარალელურად იგეგმება ტრენინგები პერსონალისათვის, ასევე ჰიდროგრაფიული ტექნიკის და სანავიგაციო აღჭურვილობის გადმოცემა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)