|
2021-06-29 15:12:37, 550 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ელჩს და ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს, II რანგის კაპიტანს ვინს ოუენს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ბრიტანეთთან არსებული საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზეც. მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე რომელშიც, ბათუმს როგორც საპორტო ქალაქს მნიშვნელოვანი როლი აქვს. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER ბათუმში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)