|
2021-06-29 12:24:14, 1218 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში არშესვლა, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა
„პარლამენტში არშესვლა და მანდატის არ განხორციელება, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საკუთარი მოსაზრება უნდა დააფიქსირო პარლამენტის შიგნით და არა პარლამენტს კედლებს გარეთ. „ეს არის დემოკრატიული თანამშრომლობის, დემოკრატიული თანაცხოვრების და პროტესტის გზაც და ამ გზას ვინც უხვევს, ის მიდის მარგინალიზაციის და დემოკრატიის კალაპოტს მიღმა. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ ტერმინი ბოიკოტი ეს არის დემოკრატიული ინსტრუმენტი, როდესაც პარტია თუ ცალკეული დეპუტატი თვისი პოლიტიკური შეხედულებით ბოიკოტს უცხადებს სხდომებს, ან ის არ ამბობს, რომ მე არ ვარ დეპუტატი ის ამბობს, რომ მე ამ პარლამენტში არ ვმუშაობ რაღაც პერიოდი. საბოტაჟი ნიშნავს, არ ვაღიარებ ამ პარლამენტს, არ ვაღიარებ ამ ინსტიტუტს. არ ვაღიარებ რომ არჩევნები შედგა, რომ ხალხი არსებობს და ქვეყანა არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)