00:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 10:35:26, 2410 ნახვა

მსოფლიო
სირიაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სირიაში აშშ-ის სამხედრო პოლკოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ს ძალებს სირიაში თავს დაესხნენ მრავალრიცხოვანი რაკეტებით. დაშავებული არავინაა, მიმდინარეობს ზარალის შეფასება“, - განაცხადა სირიაში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა, უინ მაროტომ.

მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ აშშ-ის ძალებმა, თავდაცვის მიზნით, საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

ცნობისთვის, გუშინ, 28 ივნისს პენტაგონმა განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში თავდასხმები განახორციელა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics