|
2021-06-25 14:42:32, 882 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 700 000 ლარით გაიზარდა
2021 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერით 2 300 000 ლარით, ხოლო ადგილობრივი შემოსავლების ხარჯზე 400 000 ლარით გაიზარდა, მუნიციპალიტეტის გაზრდილი ბიუჯეტი 15 360 000 ლარს შეადგენს. განახლებული ბიუჯეტის პროექტი დღეს, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ომარ ტაკიძემ წარადგინა. გაზრდილი ბიუჯეტით, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის შენობის მშენებლობა; სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა; მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მთების ელექტროფიკაცია; ბაგა-ბაღების მშენებლობა; სპორტული მოედნების რეაბილიტაცია; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; სარწყავი არხების რეაბილიტაცია; ამბულატორიების რეაბილიტაცია; მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია; სოფლის სახლების მშენებლობა; ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა; საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტი ომარ ტაკიძესთან ერთად, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ანზორ ცეცხლაძემ წარადგინა. მუნიციპალიტეტის, მთავარი ფინანსური დოკუმენტი, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობით დამტკიცდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)