|
2021-06-24 14:58:36, 589 ნახვა
რეგიონი
საჩხერეში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. კურსი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ტარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 27 წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, ლატვიელი, ესტონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში წვრთნებს საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე გადიან. მსმენელები სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს ეუფლებიან. წვრთნების ფარგლებში სამხედროები მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, გადაადგილების, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის ევაკუაციის, კლდეზე დაშვების, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, კლდეზე ცოცვის, მდინარისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის სავარჯიშოებს ასრულებენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 დღის განმავლობაში სიმაღლეზე ღამის გათენებით, 24-კილომეტრიანი ადმინისტრაციული მარშის განხორციელებასა და + 800 მ-ზე სიმაღლის აწევასაც გულისხმობს. კურსი 13 ივნიის დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება. დასასრულს მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ. საბაზისო სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მოგვიანებით შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)