|
2021-06-24 12:17:50, 1353 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სააკაშვილმა მმართველობის სადისტური სისტემა დაამკვიდრა, გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა
მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა სადისტური მმართველობის სისტემა, გული მწყდება, რომ გაარია მათ რიგებში აღმოჩნდა, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ექს-პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრა აშშ-ში. როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის სადისტური მმართველობა არის ის თემა, რომელიც უნდა იყოს ტოქსიკური ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის. „მართვის ის სისტემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა უნდა შეფასდეს ერთი მოკლე ფრაზით, ეს არის სადისტური მმართველობის სისტემა. ვინც ამას განიცდის და გრძნობს, რასაკვირველია, იგივე დამოკიდებულება აქვს ნებისმიერთან, ვინც მას პოლიტიკურად ეთანამშრომლება. გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა. მეორე საკითხია, რომ არსებობს მორალური ნაწილი ამ თემის და არსებობს საგანგებო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა დღეს, რა პერსპექტივა აქვს. სტაბილურობა აუცილებელია. დესტაბილიზაციის მომხრე სააკაშვილი დღეს, გუშინდელი სადისტური მმართველობა მისი, არის ის თემა, რაც უნდა იყოს ტოქსიკური ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)