17:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 10:36:09, 410 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების „SkyUp" - ის, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა" და „ბელავიას" ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებისა და განახლებული საექსპლუატაციო პირობების შესახებ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან.   მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიებთან შეხვედრების პარალელურად.  მისი თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ.

"ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„კოვიდ-ის ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოში ავიაციისა და ტურიზმის აღდგენის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. იმედს ვიქონიებთ, რომ მოლაპარაკებები ძალიან მალე შედეგს გამოიღებს და მოკლე ვადაში დავინახავთ როგორც გაზრდილ სიხშირეებს, ასევე ავიაკომპანიების მზარდ რაოდენობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის დარგის მდგრად და სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics