|
2021-06-22 19:51:13, 1278 ნახვა
ეკონომიკა
აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად
ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ მკითხველს კითხვის ახალ, უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რითაც წიგნის კითხვის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც პირველად კითხულობს. ნებისმიერ მკითხველს, ვინც გადმოწერს „საბას“ აპლიკაციას, პირველი ორი კვირის განმავლობაში უფასოდ შეეძლება 6500-ზე მეტი ელექტრონული წიგნის წაკითხვა. გარდა ამისა, „საბას“ აპლიკაცია მკითხველს ორ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს, რომელიც კითხვის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის. დღის განმავლობაში წინასწარ მითითებულ დროს „საბა“ შეგახსენებთ, რომ კითხვის დროა, ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით უწყობს ხელს კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას და მკითხველს ეხმარება დღის წესრიგის უკეთ მართვაში. SABA Reader-ი ითვლის იმ დროსაც, რაც თქვენ წიგნის კითხვაში გაატარეთ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბებ, აპლიკაცია აქტიური მკითხველის სტატუსს განიჭებს, რაც კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა კითხვისთვის. „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 6500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს. https://www.facebook.com/saba.com.ge/videos/536099710722005
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)