|
2021-06-19 12:33:34, 1533 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩირუხის მთაში იმყოფებოდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღებზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბის და დღვანის სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. ომარ ტაკიძემ, მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ჩირუხის მთის ცენტრის კეთილმოწყობასა და ტურისტული განვითარების კონცეფციაზე ესაუბრა. მთაში, მოსახლეობას ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება. სეზონის გახსნამდე გაიწმინდა მისასვლელი გზები, უახლოეს დღეებში მოხდება შიდასაუბნო გზების მოწესრიგება. გასულ წელს რამდენიმე ლოკაციაზე მოყვანილი იქნა სასმელი წყალი. მოსახლეობის წყლის უზრუნველყოფის მიზნით პროექტები მიმდინარე წელსაც განხორციელდება. მალე ამოქმედდება იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები. ამბულატორიის ექიმები, თსპ-ს ექთნებთან ერთად მოიალაღეებს პრევენციის მიზნით სამედიცინო დახმარებას ადგილზე გაუწევენ. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია პირველადი მოხმარების მედიკამენტებით. ტურისტული თვალსაზრისით ჩირუხი მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)