|
2021-06-18 14:22:09, 678 ნახვა
ეკონომიკა
დავით ფერაძე - გავანახევრეთ პროცენტი, საქართველოს რკინიგზა წელიწადში 20 მილიონ დოლარს დაზოგავს
,,საქართველოს ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ, კერძოდ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4.00%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ობლიგაციები 10 ივნისს განათავსა. ტრანზაქციაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ADB (აზიის განვითარების ბანკი), EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), JP morgan, Citi და Renaissance Capital იყვნენ ჩართულნი. ADB-მ და EBRD-მ ტრანზაქციაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე Dechert და Linklaters (ლონდონი), ხოლო საქართველოში MG LAW და BLC უწევდნენ. ადგილობრივი კომპანიებიდან კი საქართველოს რკინიგზის ფასიანი ქაღალდების მფლობელები თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)