20:20 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 12:48:14, 902 ნახვა

საზოგადოება
ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში - ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავს, რომელიც სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუშაობას გააგრძელებს.

„ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, ამ ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი და შევეგუო იმ სიტუაციას და მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია. მე ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება და სასამართლო სისტემა არის შერწყმული ერთმანეთთან. ეს ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხალხთა, მოქალაქეებთან, რომლებიც შეწუხებული არიან ჩვენი ქვეყნის მომავლით, სამუშაო ძალიან ბევრია“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics