|
2021-06-18 10:45:36, 959 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობამ ამ ეტაპზე, დიღმის მასივსა და დიდუბეში დამატებით ხუთი დაზიანებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე. აღნიშნული სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ, ლუბლიანას ქუჩის N11-ში, გოგოლაურის ქუჩის N18ა-ში, სტანისლავსკის ქუჩის N12ა-სა და წერეთლის გამზირის N87-ის მიმდებარედ. სპორტული მოედნების აღდგენა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)