15:22 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 16:17:15, 1493 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დ.მ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, თბილისში, დ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ნაცნობ მ.თ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მჭრელი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება. დ.მ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, რადგან დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დ.მ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით, დ.მ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ს განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურტურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics