|
2021-06-17 12:06:47, 429 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ატმის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, მინისტრის პირველმა მოადგილემ შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოებს გაეცნო. კახეთის რეგიონში, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი იმყოფებოდნენ. „ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი გამართულად ფუნქციონირებს - გვაქვს თანამედროვე ატმის ბაღები, მაღალი სტანდარტის გადამმუშავებელი საწარმოები, თანამედროვე სამაცივრე სისტემა; თუ გასულ წელს 23 სამაცივრე მერნეობა იყო ჩართული ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, წელს უკვე 36 მუშაობს”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. კახეთის მხარის რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონში ყველა პირობაა შექმნილი ატმის რთველის წარმატებით ჩატარებისთვის. ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის, ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს.
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)