22:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 14:47:42, 520 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველმა მატარებელმა, ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე 80 მგზავრი შემოიყვანა.

„სამგზავრო მატარებელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა დახვდა და საბაჟო ფორმალობების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე დაესწრო.

ვიზიტორთა დროული და კომფორტული მგზავრობის მიზნით, მატარებლის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის, მებაჟე ოფიცრების მიერ, მგზავრებისა და მათი ბარგის მიმართ, როგორც საქონლის შემოტანასთან/გატანასთან, ასევე დეკლარირებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის პროცედურები მოძრაობის დაყოვნების გარეშე - ს.გ.პ. "სადახლო სარკინიგზოდან“ თბილისის რკინიგზის სადგურამდე განხორციელდება.

საბაჟო ზედამხედველობებისა და კონტროლის პროცედურების შეუფერხებელი განხორციელება მგზავრთა დროის მაქსიმალურად დაზოგვასა და მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებას ემსახურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics