|
2015-02-01 16:46:21, 4560 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს
ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ის ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს“ - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვახტანგ გომელაურმა ”ნაციონალურ მოძრაობასთან” და გახმაურებულ საქმეებთან შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა სია მოითხოვა, რომლის საფუძველზეც სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაანონსდა. მისივე განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ სამინისტროს თანამშრომელთა ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისად იმოქმედებენ. "ვახტანგ გომელაური არ არის ის მინისტრი და ადამიანი, რომელიც სიებით მართავს სამინისტროს. იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუკი გამოიკვეთება რომელიმე ჩვენი თანამშრომლის ბრალეულობა, აუცილებლად იქნება ადეკვატური გადაწყვეტილებები მიღებული. თქვენ იცით, რომ არაერთმა მაღალჩინოსანმა უკვე თანამდებობები დატოვეს სწორედ იმ შეკითხვების გამო, რაც საზოგადოებაში არსებობდა",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)