22:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 13:21:56, 638 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ

საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არც ერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესს მიღმა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის ჩაბარებას საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, 2 კვირის შემდეგ შეძლებენ

„მთავარი მესიჯი ჩვენგან გახლავთ, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არც ერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესის მიღმა. დაგეგმილია დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარება და შესაბამისად, ყველა საგანში ჩატარდება დამატებითი გამოცდა იმ პირებისთვის, რომელსაც დაუდასტურდება კოვიდი საგამოცდო პერიოდში. პერიოდი განისაზღვრება 14 დღით, არა უადრეს 14 დღისა ეს პირები დაშვებული იქნებიან გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში და მათთვის საგანგებოდ იქნება ცხრილი შედგენილი“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics