|
2021-06-11 16:52:07, 587 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი: პრიორიტეტულია ყველა პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას
„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით წლებია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. იტალიურ მხარესთან ერთად, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი სტარტაპერებისთვის იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სტაჟირების გავლას, რაც არის კიდევ ერთი ხელშემწყობი კომპონენტი იმისთვის, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს და გახდეს კონკურენტუნარიანი გლობალური მასშტაბით", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ორი ქართველი ახალგაზრდა - ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდნენ. ისინი იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან. ყოველწლიური ღონისძიება Italian Innovation and Research Day საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაცია COTEC-ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)