06:15 - 30 Jul, 2026
|
2021-06-11 15:40:11, 619 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: მიმდინარე წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით ტურისტულ სექტორში აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით ტურისტულ სექტორში აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტურისტული სექტორისთვის გაწეული დახმარების მთავარი მიზანი იყო პოსტპანდემიურ პერიოდში კომპანიებს სწრაფად შეძლებოდათ აღდგენა. „განთავსების საშუალებების და საკვებით უზრუნველყოფის სექტორში 2020 წელს რეალური აქტივობა შემცირდა 75 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილის მონაცემი გვიჩვენებს, რომ გვაქვს ძალიან სწრაფი აღდგენის ტენდენცია. აქტივობა ამ სექტორში გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სექტორმა გადაიტანა კრიზისი და სრულად მზად არის ტურიზმის აღდგენისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)