|
2021-06-11 15:23:17, 1164 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი
საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დონორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანხების მობილიზება მოკლე დროში მოხერხდა. „მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და გვქონდა საკმაოდ მსხვილი რეფორმების პაკეტი. ეს ყველაფერი იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები დონორებთან ჩვენი წარმატების. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)