|
2021-06-09 11:38:45, 1030 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ უნდათ, რომ პარლამენტი კინკლაობის მთავარ პოლიგონად აქციონ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ, რომ საქართველოს პარლამენტი კინკლაობის მთავარ პოლიგონად აქციონ. მისი თქმით, „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ არ მიეცემა შესაძლებლობა ერთმანეთის კინკლაობას მოანდომონ საპარლამენტო მუშაობა და არ ისაუბრონ ხალხის პრობლემებზე. „საქართველოს პარლამენტი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ უნდათ რომ აქციონ ერთმანეთს შორის კინკლაობის მთავარ პოლიგონად. ერთიც და მეორეც ემსახურება იმას, რომ თავისი მონოპოლიური მდგომარეობა უმრავლესობასა და ოპოზიციაში დაიცვას. არც ერთს და არც მეორეს არ მივცემთ შესაძლებლობას ერთმანეთის კინკლაობას მოანდომონ საპარლამენტო მუშაობა და არ იყოს ამ საპარლამენტო სივრცეში საუბარი ხალხის პრობლემაზე. მე არ ვიცი, რა მიზნით შემოვიდნენ ისინი პარლამენტში, თუ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს არ უერთდებიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)