10:27 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 18:55:00, 623 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოს მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს, სწრაფად განავითაროს ტურიზმის ინდუსტრია

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ქმნის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკას, შესაბამისად, იყო აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრი - ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევის კომენტირებისას.

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა.  არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში,  ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და  სწორ პოზიციონირებას. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოს  მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს, რომ  სწრაფად და მდგრადად განავითაროს ტურიზმის ინდუსტრია პოსტკოვიდურ რეალობაში.

„ასევე საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური ტურიზმის სწრაფ აღდგენაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მაოდგილემ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო  35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics