10:27 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 16:36:30, 543 ნახვა

საზოგადოება
გენადი არველაძე - UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობა დაეხმარება საქართველოს, იყოს კიდევ უფრო მეტად აღიარებული ქვეყანა

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს არჩევას საქართველოს სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევა უძღოდა წინ. შედეგად, საქართველომ არჩევნებზე 23 ქვეყნის ხმა მიიღო. გენადი არველაძის თქმით, აღიარების შედეგად, რომელიც საქართველომ არჩევნებში მხარდაჭერით მიიღო, საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ დისკუსიებში ჩართულობის საშუალებას მისცემს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების აღმასრულებელ საბჭოების წევრობა და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა დაეხმარება საქართველოს, იყოს კიდევ უფრო მეტად აღიარებული ქვეყანა როგორც საერთაშორისო მოგზაურობის, ისე ტურიზმის გლობალური პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე მოხდეს იმ გამოცდილების აღიარება და გაზიარება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში დააგროვა როგორც გამოწვევების მართვის, ასევე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის პოლიტიკის მიმართულებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა.  არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში,  ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. საქართველო თავისი სტრატეგიული  ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო  35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს ორგანიზაციის მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics