|
2021-06-03 11:20:22, 488 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნაგომრის აგროსახლი“ მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. „კენკროვანი კულტურები და, კერძოდ კი, ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე. გასულ წელს, მეხილეობის მიმართულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოდან ექსპორტის ზრდაში. ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს იქნება ყოველწლიურად მზარდი რიცხვი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ახალი პლანტაცია შედის მსხომიარობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ნაგომრის აგროსახლი“, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღი გააშენა. ახალი პლანტაციის გაშენებისათვის, ინვესტიციამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 35,000 ლარი პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება. მოცვის ბაღში, სეზონურად, 30 ადგილობრივია დასაქმებული, პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე იგეგმება. სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაზეა გათვლილი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გურიის რეგიონში, 450 ჰექტრამდე ფართობზე ახალი ბაღია გაშენებული, მათ შორის, 276 ჰექტარზე მოცვის პლანტაციებია. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება, ჯამში, 6 მლნ ლარს აღემატება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნაგომრის აგროსახლი“ მოცვის პლანტაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი იმყოფებოდნენ.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)