|
2021-06-01 12:15:38, 645 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის, იქნება შემდეგი ეტაპები
ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე საზოგადოება ინფორმაციას წინასწარ მიიღებს. „ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს იყოს გამართული და მოწესრიგებული. ავტომობილები იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ. ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი, მერიამ დააწესა უფასო ვაუჩერი. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცათ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)