|
2021-05-31 19:54:03, 800 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა, ხოლო „რუსთავი 2“ ძალიან გამიკვირდა, რომ მოვიდა
„იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა, ხოლო „რუსთავი 2“ ძალიან გამიკვირდა, რომ მოვიდა“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტები აკვირდებიან, რომელი ტელევიზია გააშუქებს მის აქტივობებს, რომ დასკვნა გამოიტანონ ვისი პროექტია გიორგი გახარია. „დღეს ასევე უთქვამთ, რომ შეხედეთო, რომელი ტელევიზიებიო აპიარებენო და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელიო, გახარიაო მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს, აგერ „იმედი“ არ არის. ეს რას აჩვენებს, იცით? ეს ჩემთვის პირდაპირ აჩვენებს, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ, როდესაც 4 თვის უკან დიდი სიამოვნებით იყო ნებისმიერი კარი „იმედის“ ჩემთვის გაღებული, დღეს არც ერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა, ძალიან გამიკვირდა „რუსთავი 2“ რომ მოვიდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)