|
2021-05-31 14:14:47, 747 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია იქნება, შიდა ქართლის რეგიონის კი - ვალერიან მჭედლიძე. „დღეს ჩვენ ორი ცვლილება განვახორციელეთ და შეიცვალა ორი გუბერნატორი. კერძოდ, გვყავს სამეგრელოსა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები. გიორგი გუგუჩია სამეგრელო -ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება. შიდა ქართლში წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს, რომელიც არის გორიდან, საჯარო სექტორის წარმატებული თანამშრომელია. ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და იყო ლევან დავითაშვილის წარმატებული თანამშრომელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)