|
2021-05-31 13:31:08, 456 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური პოლიციელებს - მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება, რასაც ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ. მან პოლიციელებს მიმართა, რომ ასეთ დროს იგი იქნება პოლიციელთა პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციელებთან ერთად ემსახურება საქართველოს. „იყო პოლიციელი - მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, სამართლიანობას, სიმამაცეს, ოპერატიულობას. ურთულესია, სახლიდან გასულმა არ იცოდე, შინ დაბრუნდები თუ არა, თუმცა ეს თქვენი გააზრებული არჩევანია და გისურვებთ, რომ ყველას ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი და რაც მთავარია, სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაბრუნებოდეთ. ყოველდღიურად იბრძოლო კანონის აღსრულებისთვის, ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად - დიდ სიმამაცეს მოითხოვს, თუმცა, ემსახურო შენი ქვეყნის მოქალაქეებს, პასუხისმგებლობასთან ერთად, გამორჩეული საზოგადოებრივი როლია. ჩვენ, ისევე როგორც არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება და ამას ყველაზე ხშირად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ. მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური. და ბოლოს, მინდა გულწრფელად გითხრათ - ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა რომ ვარ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს!“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)