|
2021-05-31 12:58:34, 868 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი „ნამახვანჰესის“ აქციაზე - თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, მათ უფლება აქვთ წყლის ჭავლი და გაზი გამოიყენონ
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ რიონის ხეობაში პოლიციაზე ძალადობა მოხდება, სპეცდანიშნულების რაზმს უფლება ექნება წყლის ჭავლი, გაზი ან სხვა საშუალება გამოიყენონ. მისივე თქმით, პოლიცია სიტუაციის განსამუხტად ყველაფერს აკეთებს. „ნამახვანჰესზე მაქსიმალურად ცდილობენ პოლიციელები, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ იყო როდესაც ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ამ დრომდე ასეთი რაღაც არ მომხდარა, იცავდნენ მომიტინგეებიც დისტანციას. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება თუ რა დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება ყველაფერს გამოვიყენებთ. იცით, რომ ტექნიკა დაუწვეს ერთხელ, მოხდა შეხლა-შემოხლა, მუშებთან და „ენკას“ ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალქეები. სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)