|
2021-05-28 22:34:06, 874 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ეწინააღმდეგება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ ვალდებულებას
„ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ეწინააღმდეგება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ დადგენილ ვალდებულებას“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. „ხაზგასასმელია, რომ საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას. ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე, ეწინააღმდეგება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ მეგრელიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა - „თუ თემში ბავშვების ტაკოზე მიტყეპვა მისაღებია, ეს ჩემი საქმე არ არის“ და „ბავშვებს უფლებები საერთოდ არ აქვთ“.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)