|
2021-05-28 22:14:52, 940 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კერძო აუდიტი „რიონის ხეობის მცველების“ საფინანსო ხარჯებს შეისწავლის და გამოაყვენებს
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კერძო აუდიტი „რიონის ხეობის მცველების“ საფინანსო ხარჯებს შეისწავლის და გამოაყვენებს. ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ გუმათის დასახლებაში აქციის ადგილზე განაცხადა. მან ასევე მოუწოდა იმ პარტიებსა და პირებს, რომლებიც მათ დაფინანსებებზე ღიად საუბრობენ, გამოაქვეყნონ თავიანთი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსებებიც. „როდესაც ამდენი ამდამიანი ვდგავართ, უჩნდებათ განცდა, რომ შეიძლება შედეგი არ მოჰყვეს. წარმოიდგინეთ როდესაც 5 ვიყავით ჩვენ, მაშინ ითქვა, ეს მაკას პოზიცია იყო, რომ ჩვენ მთავარია ვიყოთ ღმერთის წინაშე მართალი, როცა შეგვეკითხებიან ჩვენი მომავალი თაობები რას აკეთებდით თქვენ, როდესაც ესეთი რამ ხდებოდა, ჩვენ ვიქნებოდით პირნათელი ყველანაირად, მიუხედავათ იმისა მოვიპოვებთ თუ არა ჩვენ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩვენს ხარჯებსა და ბიუჯეტს, რაზეც ღიად საუბრობენ, ვიტყვი, რომ ჩვენი ემიგრანტების დიდი ჩართულობაა ამ ბრძოლაში, ასევე აქ მყოფი ადამიანების პირადი ფინანსებითაც ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს არის ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც შეისწავლის ყველა ხარჯსა და ფინანსებს, ეს მონაცემები კი გამოქვეყნდება ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე. ხოლო ის პოლიტიკური პარტიები და ტელევიზიები, რომლებიც ამ თემაზე ღიად საუბრობენ, მოვუწოდებ, რომ ყველამ გამოაქვეყნოს თავიანთი დაფინანსებები“ , - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)