|
2021-05-28 00:46:28, 756 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ პერუელ ინვესტორებთან ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის „Capital Tech" – ის გენერალური დირექტორი ჯიაკომო კანერას შეხვდა. შეხვედრაზე გენადი არველაძემ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობისა და სხვა პრეფერენციების, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სხვა უპირატესობების შესახებ. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ეგიდით მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდაჭერას და უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვას. თავის მხრივ, პერუელმა სტუმრებმა საქართველოში ბიზნესის დაწყების დაინტერესება გამოთქვეს. კერძოდ, საუბარია ე.წ. „თერმული" ქაღალდის წარმოებით, რომელიც მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღინიშნა, რომ დღეს საქართველო აღნიშნული პროდუქციით მოთხოვნას იმპორტის განხორციელებით იკმაყოფილებს. საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მისი განთავსება და ამით იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლება, არამედ ექსპორტზე მისი გატანაც. „აღნიშნული წარმოების ამოქმედებით, საქართველოს ბაზარზე ახალი საექსპორტო პროდუქცია შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია," - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსიპ „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სსპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)