|
2021-05-27 23:47:35, 652 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ მალტის ტურიზმის მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოსა და მალტას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და პანდემიის შედეგად ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და მალტის ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ. აღინიშნა, რომ ტურიზმი ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. ამდენად, პანდემიის შედეგად როგორც საქართველოს, ასევე მალტის ტურისტულ ინდუსტრიას მსგავს გამოწვევებთან მოუწია გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის კუთხით და ისაუბრეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ როგორც ზოგადად ეკონომიკის, ასევე კონკრეტულად ტურისტული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით განახორციელეს. მინისტრის მოადგილემ მალტის ტურიზმის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე. კენჭისყრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს. გენადი არველაძემ კლეიტონ ბარტოლოს არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა. დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ ფორმატში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)