|
2021-05-26 18:43:54, 673 ნახვა
კომენტარი
იუსტიციის მინისტრი: ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის გრძელდება
„ბრძოლა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის გრძელდება და თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია. ის არ გულისხმობს მხოლოდ პრივილეგიას, ის პასუხისმგებლობაცაა", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „POSTV"-ის ეთერში განაცხადა. „თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარა, რაც კი საქართველოს აქვს. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენიდან არაერთი სირთულე გამოვიარეთ – აფხაზეთის ომი, ომი ცხინვალის რეგიონში, ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ ინსპირირებული და ხელშეწყობილი სამოქალაქო დაპირისპირება და 2008 წლის საბედისწერო მოვლენები. მაგრამ საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სამართლიანობისათვის, რომელშიც ძალიან აქტიური როლი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ დღესაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე და მოვიპოვეთ რამდენიმე ისტორიულ გამარჯვება", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ და იმ სარჩელებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მისი თქმით, ე.წ. დეპორტირებულების და აგვისტოს ომის საქმეებზე საქართველომ უკვე მოიპოვა ისტორიული გამარჯვება. „ჩვენ გვაქვს, ასევე, მესამე საქმე სტრასბურგში – ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმე, და წინა ორი მოგებული საქმე ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს გვაძლევს. იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ამ საქმეზე ინტენსიურ მუშაობას და გვაქვს იმედი იმისა, რომ, ისეთივე ერთობლივი მუშაობით, როგორიც ვაჩვენეთ წინა ორ საქმეზე, ამ საქმეშიც ვიქნებით წარმატებულნი",– თქვა რატი ბრეგაძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)