21:57 - 21 Jul, 2026
|
2021-05-25 17:36:43, 692 ნახვა
საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ხვალ თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ და რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ხვალ თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ და რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. აღნიშულის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქში საპროტესტო აქცია ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ 16:00 საათზე ისევ ვაჩვენოთ აქ ჩვენი ძალა და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ის პროცესი გამოვლენისა, რომელიც მიმდინარეობს, პრაქტიკკულად უკვე ნახევარი წელია. კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას და დავინახოთ საკუთარი სახე, თავი სარკეში, რომ ის არის კანონდამრღვევი და ამის შემდეგ ჩვენ დავიძვრებით რიონის ხეობაში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)