|
2021-05-25 13:44:19, 796 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - არ არის გამორიცხული, აგვისტოს ბოლოსკენ ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაიწყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გლობალური პროგნოზით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით იკლებს. როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდიაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ახალი მუტირებული შტამების გამო, აგვისტოს ბოლოსკენ გლობალურად შემთხვევების ზრდა ისევ დაიწყოს. „გლობალური პროგნოზი არის ასეთი, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს, როგორც ევროპაში, ისე გლობალურად შემთხვევების ზრდა. ძირითად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ, ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღებაა რეკომენდაციების დაცვაზე, პირველ რიგში, პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და მეტი აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)