|
2021-05-24 18:16:49, 521 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია შესწავლილი იქნება
„მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნამახვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ფასილიტაციით შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილების შეფასების პროცესს, ამ პროცესში წარმოდგენილ ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას შეისწავლიან. „იმედი მაქვს, რომ ისინი, ამ ფასილიტაციით ხელს შეუწყობენ პროცესების ნორმალიზებას. ეს არის კომპეტენტური, დამოუკიდებელი და ნეიტრალური პლატფორმა, მაღალი რეპუტაციის, რომელსაც ამგვარი გამოცდილება გააჩნია და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უალტერნატივოა. როდესაც ორი მხარე განსხვავებულ პოზიციაზეა, მედიაციის როლი ძალიან დიდია; განსაკუთრებით ისეთი მედიატორის, როგორიც არის ევროკავშირის ენერგოგაერთიანება; ბევრ სხვა ქვეყანაში მსგავსი კონფლიქტური, პრობლემური საკითხი, ჰესებთან და მსხვილ ჰესებთან დაკავშირებით, მათი მონაწილეობით წარმატებით გადაწყდა. ჩვენ ვთქვით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრს ექნებოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო შეფასებების, მათ შორის, შეფასებების გადახედვის პროცესში. ყველა გარემოსდაცვითი, თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, შეიქმნა ფორმატი. ორივე სამინისტროდან გამოიყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც მათ მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ ინფორმაციას, მათთვის სასურველ ფორმატში გასცემს. იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ დრო, გამოიყო 12 თვე, რათა მოხდეს გარკვეული შეფასებები და ინფორმაციის უკეთესად შესწავლა. ჩვენ ამ ორგანიზაციებს მივეცით საშუალება, რომ, ერთ წლის განმავლობაში შეფასებები გაეკეთებინათ და ჩვენ მზად ვართ, ეს შეფასებები მოვისმინოთ. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრომ მოახდინა ფასილიტაცია ინვესტორებთან, რომ მათ მოისმინონ ის მოსაზრებები, რომლებიც ექსპერტებს ექნებათ. გარკვეული მოქნილობის სივრცე ამ შემთხვევაში გაჩნდა, მათ შორის, მორატორიუმი, რომელიც ასევე არსებობს ამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ღია ამ ფორმატების გამოყენების და ამ ფორმატებში ყველა საკითხის განხილვისთვის“.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)