|
2021-05-24 14:02:22, 826 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა გადადგომაზე - ერთი წამით რომ ეჭვი მეპარებოდეს იმაში, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ჩვენთვის სტრატეგიულია, დღეს თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი
ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს იმაში, რომ ეს პროექტი ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „რიონის ხეობის მცველების“ მოთხოვნაზე მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში, ექსპერტებისა და მეცნიერების ჩართულობით. „რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე აქ დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა. მაგრამ დარწმუნებულები ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და „ნამახვანჰესი“ როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო კარგად მოკვლეული სრულყოფილი პროექტი, ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობს. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში, ექსპერტებისა და მეცნიერების ჩართულობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)